საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი

გრანტის ნომერი: AR/151/9-102/13

სათაური: საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი

დამფინანსებელი:შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი           

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:01.04.2014-01.04.2016

პროექტის ხელმძღვანელი: რამინ გობეჯიშვილი/გიორგი ლომინაძე

ძირითადი პერსონალი:გ.ლომინაძე, ლ.ტიელიძე, ნ.ლომიძე, გ.გაფრინდაშვილი, ლ.ასანიძე, ლ.გადრანი

ანოტაცია

პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა საქართველოს მყინვარების გლაციო–გეომორფოლოგიური კვლევა და ინვენტარიზაცია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კვლევის დროს გამოყენებულ იქნა ისეთი თანამედროვე მეთოდი როგორიცაა, დისტანციური ზონდირება. პროექტით გათვალისწინებული კვლევების შედეგად მოხდა საქართველოში არსებული მყინვარების შესწავლა და ზუსტი რაოდენობის და ფართობის განსაზღვრა; დამუშავდა მყინვარების დინამიკის პროგნოზი; დადგინდა მყინვარების ენების თანამედროვე მდებარეობის ზუსტი სიმაღლეები, მორფოლოგიური ტიპები, ექსპოზიცია და სხვა გლაციოლოგიური მონაცემები; მდინარეთა აუზების მიხედვით შეიქმნა მყინვარების სრული მონაცემთა ბაზა და გეოინფორმაციული მოდელები; შესრულდა ბოლო ათწლეულებისთვის მყინვარების უკანდახევის პროცესის რეკონსტრუქცია.ზოგიერთი დიდი მყინვარისათვის შეიქმნა ანიმაციური რუკები გეოინფორმაციულ სისტემებში; მაღალრეიტინგული უცხოურ სამეცნიერო ჟურნალში დასაბეჭდად მომზადდა სამეცნიერო სტატია; ძველი და ახალი აეროკოსმოსური სურათების ერთმანეთთან შედარებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა მყინვარების დინამიკის განსაზღვრა;             კატალოგში განხილულია საქართველოს ყველა მყინვარული აუზები; მოცემულია ყველა დიდი მყინვარების დეტალური აღწერა და მყინვარების რაოდენობისა და ფართობის დინამიკა შესწავლილია გასული საუკუნის განმავლობაში. კატალოგზე მუშაობისას შემუშავდა საქართველოს მყინვარების მონაცემთა ბაზა, სადაც არის სრული ინფორმაცია თითოეული მყინვარის შესახებ.კავკასიონის ქედის შესახებ კვლევების უმეტესობა (ინგლისურად) ფოკუსირებულია  ქედის ჩრდილოეთ ფერდობების მყინვარებზე (რუსეთი), ნაკლებადაა გამოქვეყნებული ნაშრომები კავკასიონის ქართული ნაწილის შესახებ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ისეთი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სამეცნიერო პროდუქტის შექმნა, როგორიც არის წინამდებარე კვლევითი სამუშაო.            ბოლო ათწლეულების განმავლობაში გლობალურმა დათბობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მყინვარებზე, რომლებმაც განიცადეს ყინულის მასის გაძლიერებული დაკარგვა, გამოწვეული გაძლიერებული აბლაციის შედეგად. 1950-იანი წლების ბოლოდან 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე მყინვარები კვაზი-სტაციონარული მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ევრაზიის მთიანეთის უმეტეს არეალებში. ეს აისახება იმაში, რომ პატარა მყინვარები ქრება, ბოლოები უკან იხევს, მცირდება მყინვარების ფართობი და მოცულობა, მათი ზედაპირი დაფარულია მორენებით და იქმნება მკვდარი ყინულის დიდი სივრცეები ყალიბდება რთული მყინვარები და იყოფა მარტივ კომპონენტებად.